თეგი: ბირთვული წვრთნები

რუსეთი ბირთვულ წვრთნებს ჩაატარებს

ბელორუსის ლიდერი სავარაუდოდ შეუერთდება რუსეთს წვრთნებში, რომლებზეც ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების გაშვება მოხდება. ყოველწლიური სტრატეგიული ატომური რაკეტების წვრთნები 19 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით ჩატარდება. წვრთნებში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქი, ასევე ჩრდილოეთ და შავი ზღვის ფლოტების გემები მიიღებენ მონაწილეობას. კრემლის სპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მანევრების შესახებ წინასწარ აცნობა უცხოელ პარტნიორებს და დაამატა, რომ წვრთნები დასავლეთში შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს. „ბალისტიკური რაკეტების პრაქტიკული გაშვება რეგულარული წვრთნების ნაწილია და მას წინ უძღვის რიგი შეტყობინებები სხვა ერებისთვის სხვადასხვა არხით“, - განაცხადა პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა და აღნიშნულ წვრთნებზე მიიწვია. რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი წვრთნების შემდეგ უცნობია, როდის დატოვებს რუსეთის სამხედრო ძალა ბელორუს. ლუკაშენკომ, რომელიც 17 თებერვალს საწვრთნელ პოლიგონზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ 18 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრება და შემდგომ მოქმედებებს განიხილავს.

NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს

NATO ბირთვული ძალების ყოველწლიურ წვრთნებს ორშაბათს, 17 ოქტომბერს იწყებს. წვრთნებში (Steadfast Noon) აშშ 13 ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს. პენტაგონის თანახმად, სწავლება უკვე 10 წელზე მეტია, რაც ტარდება. „წვრთნები მოიცავს მოიერიშე თვითმფრინავებს, რომლებსაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ, მაგრამ ბორტზე ცოცხალი იარაღი არ იქნება. აშშ ასევე უზრუნველყოფს B-52 ტიპის ბომბდამშენებს, რომლებიც ჩრდილოეთ დაკოტაში, მინოტის საჰაერო ბაზიდან იფრენენ. სწავლების მიზანია, უზრუნველყოს ალიანსის შემაკავებელი მექანიზმი, რომელიც დარჩეს როგორც სანდო, ეფექტიანი და უსაფრთხო“, - განაცხადა თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „რუტინული სწავლება, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან“, - აღნიშნულია თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურ ინფორმაციაში. პუტინის „ბირთვული რიტორიკის“ ფონზე, NATO ბირთვულ წვრთნებს იწყებს NATO-ს ცნობით, წვრთნებში 60-მდე თვითმფრინავი ჩაერთვება, მათ შორის მოწინავე გამანადგურებელი, სადაზვერვო და ტანკერი-თვითმფრინავი. სასწავლო ფრენები განხორციელდება ბელგიის თავზე, რომელიც წვრთნებს მასპინძლობს, ასევე ჩრდილოეთ ზღვისა და გაერთიანებული სამეფოს თავზე. ცოცხალი იარაღი არ გამოიყენება. „NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მოკავშირეთა ლიდერებმა ივნისში, მადრიდის სამიტზე მიიღეს, ცხადყოფს, რომ „NATO-ს  ბირთვული შესაძლებლობების ფუნდამენტური მიზანი, მშვიდობის შენარჩუნება, იძულების თავიდან აცილება და აგრესიის შეკავებაა“. მასში ხაზგასმულია, რომ „სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, NATO ბირთვულ ალიანსად დარჩება. „NATO-ს მიზანი ყველასთვის უსაფრთხო მსოფლიოა; ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ უსაფრთხოების გარემო მსოფლიოსთვის, ბირთვული იარაღის გარეშე“, - ვკითხულობთ ალიანსის განცხადებაში. ამასთან, როგორც CNN წერს, აშშ-ის რამდენიმე ოფიციალური პირის თქმით, პენტაგონი და აშშ-ის დაზვერვა, რუსეთის წვრთნების დროს მოსკოვის ბირთვული იარაღის ნებისმიერ მოულოდნელ ან უჩვეულო მოძრაობას დააკვირდებიან. კრემლის წვრთები სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაიმართება. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ბირთვული რიტორიკა და მისი გადაწყვეტილება ამ წვრთნების გაგრძელების შესახებ, უკრაინასთან ომის დროს, უპასუხისმგებლობაა“, - განუცხადა CNN-ს თავდაცვის მაღალჩინოსანმა. მოსკოვის „ბირთვულ რიტორიკასთან“ დაკავშირებით, NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია შედგა